მახსენდება სახარებისეული სიტყვები: "პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთა თანა და ღმერთი იყო სიტყვა". პირ უტყვობამ, სიჩუმემ, უბრობამ დამაშორა სინამდვილესთან, ფიქრებით შორს გამიტაცა, ბევრი მაფიქრა, ავი აზრები მომიგროვა, თავს მომახვია, გამაცივა, გამაუხეშა, გამაპირქუშა, უტყვად მაქცია და ადამიანის სახეს დამაშორა..
უბრალო სიტყვამ კი, ტკბილმა და საალერსომაც კი არა, გაყინული გული გამილღო, ამიჩუყა, მანანა.. მართლია, ღვთიური წარმოშობისაა სიტყვა! სასწაულებრივი ძალა აქვს! გუშინ რომ მომკლა, დღეს გამაცოცხლა, ისევ ძველებურად ამიძგერა გული, ცრემლი მადინა, ცრემლი შეუშრობელი...
დიდება ღმერთს, რომელიც არს ძალა და სიტყვა, სიყვარული და ჭეშმარიტება! და მადლობა უფალს ყოველივესთვის, რაიცა მოაწია ჩვენ ზედა..